|
2019-05-19 12:33:55, 1407 ნახვა
კომენტარი
ცესკო - დაფიქსირდა ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების გამორთმევის და მონაცემების ჩანიშვნის ფაქტები
„დაფიქსირდა დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების შემოწმება, მათ შორის, გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც მიქელაძემ აღნიშნა, დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა ისე, რომ ამომრჩევლის შეფერხება არ მოახდინონ. „აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება აჩვენოს ან გადასცეს პირადობის დოკუმენტი უბანზე ყოფნის უფლების მქონე არცერთ პირს, გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა. მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელს და რეგისტრატორს აქვთ უფლება მოსთხოვონ ამომრჩელევს პირადობის მოწმობა და დაამუშავონ მონაცემები კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა ისე რომ არ მოახდინონ ამომრჩევლის შეფერხება, პროცესიისა და კომისიისადმი მუშაობის ხელის შეშლა. რაც შეეხება, მეორე განცხადებას საარჩვენო ადმინისტრაციაში შემოდის ინფორმაცია და კითხვები უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად ითხოვენ რეაგირებას. აღნიშნულ თემაზე გავრცელდა მედია კადრები, რომ თითქოს ხდება სამაგიდო სიების გამოყენება. პარტიებს და დამკვირვებელ ორგანიზაციებს აქვთ უფლება მოითხოვონ ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია, აღნიშნულ კადრებში ფიქსირდება არა სამაგიდო სია, სავარაუდოდ, უფლებამოსილ პირებზე კანონმდებლობით შესაბამისად გადაცემული სია. რაც შეეხება რეაგირებას, საარჩევნო ადმინისტრაცია ახორცილებს უფლებამოსილებას კენჭისყრის შენობაში და კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ამომრჩევლების პირადი მონაცემების დამუავება. ამასთან აღსანიშნავია, ისიც რომ მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ნებისმიერი პირის მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღრიცხვას უბნის გარე ტერიტორიაზე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად დაფიქსირება“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)