15:18 - 29 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 13:20:21, 1124 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დამოუკიდებლობის დღისთვის მზად არის

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ამ დღისადმი მიძღვნილი  თემატიკით გააფორმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიც.

პირველი, რაც  ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საერთო კონცეფციით დაბრენდილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია.

26 მაისს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრებს სიურპრიზები ელოდებათ.

დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. მათ შორის სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის, გამოფენები და კონცერტები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ ალიანს აქციაზე სიტყვის ზეღზუდვასა და ბანერების გამო პასუხს თხოვს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი
ზელენსკიმ მელონის ბოდიში მოუხადა ხმელთაშუა ზღვაში რუსულ გემზე თავდასხმასთან დაკავშირებით
WP: ირანმა Starlink-ი აშშ-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics