|
2019-05-17 17:14:37, 935 ნახვა
საზოგადოება
მუზეუმების საერთაშორისო კვირეული კოტე და სოსო წერეთლების რეაბილიტირებული ბინა-მუზეუმის პრეზენტაციით გაიხსნება
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიება და საგანმანთლებლო პროგრამების აქტივობები გაიმართება. კვირეული 18 მაისს, 12:00 საათზე კოტე და სოსო წერეთლების რეაბილიტირებული ბინა-მუზეუმის პრეზენტაციით გაიხსნება. მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ „მუზეუმები წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშუალებას კულტურული გაცვლებისათვის, კულტურათა გამდიდრებისა და ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობის განვითარებისათვის“. მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას. მიმდინარე წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი“. მუზეუმებს შეუძლიათ ადვოკატირება და ზეგავლენის მოხდენა გლობალურ პრობლემებსა და სოციალურ გამოწვევებზე. მუზეუმს, როგორც საზოგადოების განვითარების ეპიცენტრში მყოფ დაწესებულებას, შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს კულტურათა შორის დიალოგს და ხალხთა შორის მშვიდობიან თანაარსებობას, ასევე, შექმნას წინაპირობა მდგრადი განვითარებისათვის. მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ჩატარდება: 18 მაისი, 12:00 საათი - კოტე და სოსო წერეთელის მემორიალური ბინა მუზეუმი განახლებული სამუზეუმო სივრცის კონცეფცია ორ ნაწილადაა გაყოფილი, ბინა-მუზეუმის ერთი ნაწილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, კოტე წერეთლის სამეცნიერო მუშაობას ეთმობა, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით საქართველოში პირველი სამეცნიერო რეზიდენცია იქნება. სამუზეუმო სივრცის მეორე ნაწილში, კი მხატვარ სოსო წერეთლის – ნამუშევრების სახელოსნო-ექსპოზიციაა წარმოდგენილი. ბინა-მუზეუმში პირვანდელი სახითაა დაცული ახალგაზრდა მხატვრის ხელით მოხატული სამუშაო ოთახის კედელი. მუზეუმში გამოფენილია აკადემიკოს კოტე წერეთლის მემორიალური ნივთები, სამეცნიერო მასალები, საოჯახო ნივთები, მხატვარ სოსო წერეთლის ფერწერული ნამუშევრები და მეოცე საუკუნის 80-იანი წლების გახმაურებული საქმის „თვითმფრინავის ბიჭების საქმის“ მასალები, რომლის დოკუმენტური ნაწილიც შსს-ს არქივის დაცული ფონდიდანაა წარმოდგენილი.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)