16:21 - 01 Apr, 2020
2019-05-16 10:26:22, 734 ნახვა

საზოგადოება/
გლდანის რაიონში, ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება, რომლის ფარგლებშიც, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 5 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის შედეგად, 530 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები შეცვალა და LED განათების სისტემა დაამონტაჟა.

„ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვასრულებთ. პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, დამონტაჟდა LED სანათები. გზის რეაბილიტაცია 5 000 კვ. მეტრ ფართობზე განხორციელდა და გლდანის რაიონს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და ჭადრის 40 ნერგი დაირგო.

„მორის ფოცხიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. 5 000 კვ. მეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განხორციელდა, მოეწყო ახალი ტროტუარი და ბორდიური. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ახალი, თანამედროვე, ენერგოეფექტური განათების ქსელი დამონტაჟდა. ასევე, მიწისქვეშ განთავსდა კომუნიკაციები და შეიცვალა სანიაღვრე სისტემა. მომავალში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, როგორც საქალაქო სამსახურის, ასევე, გამგეობების მიერ“, - განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყო. 

ფოცხიშვილის ქუჩაზე ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე იმყოფებოდა.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2020-04-01 13:59:58

ლევან რატიანი - პირველი პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მგდგომაროება კრიტიკული იყო, გამოჯანმრთელდა

2020-04-01 13:46:49

პაატა იმნაძე - სადაც შესაძლებელია, პერსონალი უნდა გაიყოს ორად, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც სულ უნდა იყვნენ სამსახურში

2020-04-01 13:24:20

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

2020-04-01 12:48:23

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით 8 პაციენტი შეიყვანეს, რომელთა ანალიზის პასუხებს დღეს ელოდებიან

2020-04-01 11:31:05

მარინა ეზუგბაია - 26 თებერვლიდან დღემდე 115 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის

ვიდეო/LIVE

გახარია - მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გადავუხადო მადლობა გაგებისთვის







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics