|
2019-05-14 14:56:26, 1760 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: კადრები გავრცელდა თავ-პირს როგორ ამტვრევენ ოპოზიციას - სისხლისღვრა უნდა იყოს, რომ რეაგირება მოხდეს?
„გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თავს-პირს როგორ ამტვრევენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაინცდამაინც ახალქალაქისნაირი სისხლისღვრა უნდა იყო, რომ რაიმე რეაგირება მოხდეს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. იგი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მძიმე წინასაარჩევნო გარემოა. „ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი საუბრობდა აქ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოზე. როგორც ჩანს მან არ იცის ბოლო პერიოდში გავრცელებული თუნდაც უახლესი რამდენიმე კადრი, სადაც ჩანს თავ-პირს როგორ ამტვრევენ ოპოზიციის წარმომადგენლებს და მაინცდამაინც ახალქალაქისნაირი სისხლისღვრა უნდა მოხდეს, რომ რაიმე რეაგირება მოხდეს ამაზე? ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდის საკრებულოში, ამბობს, რომ მწვანე შუქია მიღებული ყველანაირი ძალადობის გამოყენებაზე, ამაზეც არანაირი რეაგირება არ არის და არც იქნება, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ასევე ყველამ ვიცით, როგორ იყენებენ კრიმინალური სამყაროს ე.წ. მაყურებლებს, მათ შორის წინასაარჩევნოდ. იგივე ხდება ჭიათურაშიც. კონკრეტული ფაქტებია, როდესაც რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, ბატონი მიროტაძე. ის პირდაპირ ახდენს ზეწოლას მასწავლებლებზე, იგივე დება ბაღის მასწავლებლებზე. მაინცდამაინც ია კერზაიასნაირი რამე უნდა მოხდეს, რომ გულთან ახლოს მიიტანოთ? ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც უკვე გვაქვს წინასაარჩევნოდ ამ რეგიონებში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდა რულოვსს, უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა, სადაც ტელეკომპანია „ოდიში“ სანდრა რულოვსზე სოიჟეტს ამზადებდა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)