|
2019-05-11 13:39:14, 1764 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია
დღეს ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე, რაც გულისხმობს ანაკლიის პორტის მშენებლობის სწრაფი ტემპებით დაწყებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ უმოკლეს ვადაში უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი, რათა მისი ტრანზიტული ფუნქციის სრულფასოვანი რეალიზაცია მოხდეს. „კიდევ ერთხელ მსურს, დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი. უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით ის, რომ აღნიშნული პროექტი გაჩნდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სიაში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ ამ პროექტის რეალიზაცია უმოკლეს ვადაში. მოლაპარაკებები გრძელდება კრედიტორებთან, მათ შორის კონსორციუმს, მის აქციონერებს აქვთ შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულები. ვიტყოდი, რომ დღეს ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე და კონკრეტული შედეგი ჩვენთვის არის მშენებლობის დაწყება, დაწყება სწრაფი ტემპებით, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი, რათა შევძლოთ ჩვენი პორტის სრულფასოვანი ტრანზიტული ფუნქციის რეალიზაცია. ეს არის დამოკიდებული ვალდებულების შესრულებაზე, იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა პრემიერმა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)