14:58 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-11 12:19:49, 1334 ნახვა

საზოგადოება
მაჩალიკაშვილი - ბრძოლას გავაგრძელებ, სანამ სახელმწიფო არ იტყვის, რომ ჩემი ოჯახის წინაშე დააშავეს

 „ჩემი ბრძოლა გააგრძელდება იმ დღემდე, სანამ სახელმწიფო არ იტყვის, დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ, სუს-ში დაკითხვის დროს, გამომძიებლების ყველა კითხვას უპასუხა.

„ყველა იმ კითხვას გავეცი პასუხი, რაც კი მითქვამს და რაც მქონია გააზრებული, რაც კი გამიფიქრია, მერე რაც გადამიფიქრია და რასაც ვფიქრობ, ყველაფერი. მე დასამალი არ მაქვს, არც დავმალავ, არც ის მანაღვლებს დამიბარებენ თუ არა, არც ის მანაღვლებს დამაკავებენ თუ არა, მე მანაღვლებს ერთი რამ - სახელმწიფო აღიარებს შეცდომას, რომ ამათ მოკლეს თემირლანი უდანაშაულოდ. რაც შეეხება ჩემს ბრძოლას, ჩემი ბრძოლა გაგრძელდება იმ დღემდე, სანამ სახელმწიფო არ იტყვის, დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics