12:30 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-09 11:33:00, 1020 ნახვა

საზოგადოება
მერია - ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში მოხდება

თბილისის მერია ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევნის დაზიანების ფაქტს ეხმაურება.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, შადრევნის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში მოხდება.

ამასთან, მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ თბილისს და მის კულტურულ მემკვიდრეობას.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევნის დაზიანების ფაქტს. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ბალერინების ქანდაკებების დაზიანებას.

განზრახ დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თბილისის მერიის “ეკოსერვის ჯგუფმა” ქანდაკებები  საცავში გადაიტანა, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები  ბაღს დაუბრუნდება.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics