12:30 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-08 17:57:06, 1212 ნახვა

საზოგადოება
გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულის და შსს კამპანიის #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეულის და შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის - “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაზრდა ამ პრობლემის მოგვარებისთვის.

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მისი გზავნილია - "გაუფრთხილდი სიცოცხლეს #ხმააიმაღლე", მთავარი თემა კი არის ლიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, რაც გულისხმობს გზებზე მსხვერპლის შემცირებას, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ლიდერობით, ასევე, საზოგადოების გააქტიურებით.

 

#მეტისიცოცხლისთვის 

 

(NS)









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics