|
2019-05-08 14:15:55, 880 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლი საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლეს სისტემას ნერგავს
დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის მართვის უახლესი სისტემა, კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება, ხარჯების შემცირება, კრიზისული სიტუაციების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, თანამშრომელთა მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლება და პროდუქტიულობის გაზრდა, ორგანიზაციის განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტაცია − იუსტიციის სახლი ნერგავს კიდევ ერთ ინოვაციურ სისტემას − საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს. უწყება რეგიონის მასშტაბით პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შექმნილ და აპრობირებულ სისტემას (CAF) გამოიყენებს.საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლესი სისტემის დანერგვის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია 8 მაისს გაიმართა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელ ლუიზა ვინტონსა და დიდი ბრიტანეთის ელჩ ჯასტინ მაკენზი სმიტთან ერთად გახსნა, რომლებიც იუსტიციის სახლს ინოვაციური სისტემის დანერგვაში ეხმარებიან. ღონისძიებას ესწრებოდნენ, აგრეთვე, „CAF"-ის ექსპერტი ნიკ თიისი და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანი საჯარო სექტორისათვის გამოცდილების გაზიარებაა. იუსტიციის სახლი პირველი ორგანიზაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში, რომელიც საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლესი სისტემის გამოყენებას დაიწყებს, შემდგომში კი დაეხმარება სხვა სახელმწიფო უწყებებს „CAF"-ის სისტემის დანერგვის პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას და სახელმწიფო უწყებებში ხარისხის მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას. „CAF"-ის სისტემა არის ინსტრუმენტი, რომელიც საჯარო სექტორს ეხმარება საქმიანობის შეფასებასა და ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფაში, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაში, მაღალი ხარისხის მომსახურების შენარჩუნებით ხარჯების შემცირებაში, კრიზისული სიტუაციების მართვაში, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში, ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების/შესაძლებლობების გაზომვაში; ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომელთა მოტივაციის, კვალიფიკაციის, პროდუქტიულობის გაზრდაში, ორგანიზაციის მუდმივ განვითარებასა და წინსვლაში. საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლესი სისტემა (СAF) სპეციალურად საჯარო სექტორისათვის ევროპაში შემუშავდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების 4500-მდე საჯარო დაწესებულებაში წარმატებით გამოიყენება.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)