|
2019-05-07 18:03:04, 1043 ნახვა
საზოგადოება
მდინარე მტკვრის დასუფთავების აქცია მიმდინარეობს
თბილისის მერის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, მდინარე მტკვრის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. დასუფთავების აქცია მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან - პოლიეთილენის პაკეტებისა და პლასტმასის ბოთლებისგან მდინარის გაწმენდას ითვალისწინებს. „თბილისის მერის დავალებით, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ტარდება, რადგან დღეს დილიდან, მდინარეში დიდი ოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენი დაფიქსირდა. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული აქცია მომდევნო დღეების განმავლობაში - ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე გაგრძელდება“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით დოლიძემ. „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დახმარებისთვის მადლობას უხდის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)