|
2019-05-07 16:47:48, 1062 ნახვა
საზოგადოება
17 მაისს სამების ეზოში დაგეგმილი კონცერტის მონაწილეეების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი კოტე სვანაძე 17 მაისს სამების ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე მომღერლების უარს ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებს. მისი თქმით, მოლაპარაკებები მომღერლებთან ჯერ არ დასრულებულა და ვინ მიიღებს კონცერტში მონაწილეობას, უცნობია. „ყველაფერი დაიგეგმა, რა თქმა უნდა, გარკვეული დროში და იმ რაღაც უზუსტობამ, რომელიც არაოფიციალური სახით გავრცელდა, ტექნიკური პერსონალის შეცდომის გამო, საზოგადოებაში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. ის, რა ინფორმაციაც გავრცელდა, მონაწილეთა გარკვეული ჯგუფების შესახებ და მონაწილეების შესახებ, ჩვენ მათთან არ გვქონდა დასრულებული მოლაპარაკება. აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში, ისინი თბილისში ფიზიკურად არ იქნებიან“ - განაცხადა კოტე სვანაძემ. შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, რომელიც ეკლესიამ „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა, სამების ეზოში კონცერტია დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა იმ მომღერლების სია, რომლებიც კონცერტში მონაწილეობას მიიღებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი ნაწილი კონცერტში მონაწილეობას არ აპირებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)