|
2019-05-07 10:55:30, 1102 ნახვა
საზოგადოება
დავით ქაცარავამ ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან ერთად დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირება დაიწყო
დავით ქაცარავამ მის მიერ დაარსებულ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-სთან ერთად დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირება დაიწყო. ქაცარავა აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მოქალაქეებს დავით გარეჯის მიმართულებით გადაადგილებას შეუზღუდავენ, სამოქალაქო მოძრაობის წევრები მათ ხელს შეუშლიან. „გადავწყვიტეთ, რომ მშვიდობიანი სამოქალაქო პატრულირება დავიწყოთ, რომელიც, ბუნებრივია, მხოლოდ იმ მარშრუტებზე იქნება მომართული, სადაც ტურისტები დადიან. სასწრაფოდ სიტუაციის დეესკალაციაა საჭირო, მაგრამ, ბუნებრივია, არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების ხარჯზე. ვგულისხმობთ იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, დავით გარეჯში თავისუფალი გადაადგილების საშუალების შეზღუდვა,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)