|
2019-05-07 10:42:23, 1056 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოში, დავით გარეჯის საკითხზე, აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრა გაიმართა
საპატრიარქოში დავით გარეჯთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ელჩთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „საპატრიარქო გარეჯის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული. 4 და 5 მაისს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ფაშა ზადეს წარმომადგენელთან ალი ალიევთან. საკითხი ეხებოდა დავით გარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასწრაფოდ“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)