13:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 17:04:03, 1755 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა

აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რომელზედაც სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება,  - აღინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანსა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს,  შიქსინ ჩენს (Shixin Chen) შორის გამართული შეხვედრისას.

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე, მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების მნიშვნელობაზე. 

„აზიის განვითარების ბანკმა, კიდევ ერთხელ, გამოთქვა მზადყოფნა, გახდეს საქართველოს პარტნიორი განათლების სფეროს რეფორმის პროცესში, დაგვეხმაროს ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი ახალი პროგრამების განხორციელებაში, რომელიც ხელს შეუწყობს  ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას. ითქვა, რომ ქვეყანას უკვე გაკეთებული აქვს ოფიციალური განაცხადი, 2021 ან 2022 წელს უმასპინძლოს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას.

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს აღნიშნული პერსპექტივა და აღნიშნეს, რომ საქართველოს, რომლის ეკონომიკაც ბოლო წლებში სტაბილურად ვითარდება, აქვს ყველა შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ADB-ს წევრ ბევრ აზიურ ქვეყანას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics