14:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 19:58:09, 760 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მხარის მტკიცებით უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ათასობით რუსი სამხედრო პირია მობილიზებული

„უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ათასობით  რუსი სამხედრო პირია მობილიზებული“,-ამის შესახებ უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
მისივე განცხადებით,აეროპორტის  მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო დაპირისპირება გრძელდება პრორუს და უკრაინელ სამხედრო პირებს შორის.
„ტერორისტები ანტიტერორისტულ ძალებს პირდაპირ  დარტყმას აყენებენ სხვადასხვა  კალიბრის საარტილერიო  დანადგარებიდან და ცდილობენ გავლენა გააფართოონ  აღმოსავლეთ უკრაინაში. ამაში მათ ეხმარება რუსეთის ფედერაცია.  ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეტოვებინა  დონეცკის ახალი ტერმინალი, ის მთლიანად დანგრეული და  თავდაცვისთვის გამოუსადეგარია, მაგრამ სამთავრობო ძალები რჩებიან  აეროპორტის მნიშვნელოვან  ადგილებში უკრაინის  დაზვერვის სამსახურმა უკრაინის საზღვართან  რუსული ტექნიკის დიდი კოლონა დააფიქსირა. მათი უმეტესობა მობილიზებულია როსტოვში, ერთი ნაწილი კი არტილერიის ხელშეწყობით  საზღვრის გადმოკვეთას ცდილობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რუსული აგრესიის  შესაჩერებლად“,-განაცხადა ანდრეი ლისენკომ.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია, პრორუსი სეპარატისტების და უკრაინელი სამხედრო პირების საბრძოლო დაპირისპირება გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics