16:31 - 22 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-22 14:04:58, 306 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იობი ოცნებაზე - რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის თქმით, მთავარია  მისი მოვალეობა - სიმართლე თქვას. 

"უშეცდომო არავინ არაა, არც ხაინდრავა, არც სხვები, მე მაინც სიყვარულით ვუპასუხებ, და მე მათდამი არანაირი ცუდი განწყობა არ მაქვს, არ ვიცი, რა მოეწონათ, რა არა, მაგრამ მე ვალდებული ვარ, სიმართლე ვთქვა და ვთქვი ეს ყველაფერი... ვის ეტკინა ეს სიმართლე, ვის გაეხარდა, ეგ არ ვიცი, მე მაგეებს არ ვითვლი, მთავარია ჩემი მოვალეობა - სიმართლე ვთქვა" - თქვა მეუფე იობმა TV პირველთან.

სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს. თუ საქმე არ შეესატყვისება სარწმუნოებას, მკვდარია ასეთი რწმენა. ესე იგი, ურწმუნო გამოდის, ხომ ასეა?

უშეცდომო არავინაა. არც ხაინდრავა, არც სხვები. მე მაინს სიყვარულით ვუპასუხებ და  მე მათდამი არანაირი ცუდი განწყობა არ მაქვს. მე არ ვიცი რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, მაგრამ მე ვალდებული ვარ, სიმართლე ვთქვა. ახლა, ვის ეტკინა ეს სიმართლე, ვის გაუხარდა, ეგ არ ვიცი, - თქვა დღეს სასულიერო პირმა. 

მეუფე იობი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ასპარეზი ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს.

ახალგაზრდობა გვყავს განათლებული და ასპარეზი უნდა მივცეთ ახალგაზრდებს. მარტო საქართველოში კი არა, უცხოეთში განათლება მიღებული ახალგაზრდები გვყავს, არ უნდა დავუთმოთ ასპარეზი?, - ამბობს მეუფე იობი. 

მეუფე იობი ღიად ამბობს, რომ ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, თუმცა როცა შეატყო, რომ მათ აღებული კურსიდან გადაუხვიეს, მხილება გადაწყვიტა.  

ეს ყველაფერი აქედან გამომდინარეობდა, მანამდე მე მხარს ვუჭერდი "ქართულ ოცნებას" და გვერდში ვედექი, მაგრამ რომ დავინახე, რომ უკვე გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო. თუ გამოსწორდებიან, თუ ამ შენიშვნებს მიიღებენ და რაღაც ცვლილებები იქნება საქართელოში, შეიძლება, ისევ მხარი დავუჭირო, თუკი შეცვლიან ამ პროცესებს, - ამბობს მეუფე იობი. 

ტვ პირველის ფოტო





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ზე კიბერშეტევა შესაძლოა აშშ-სთვის სასარგებლო იყოს
მეუფე იობი: პატრიარქი კირილი არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის
გალუზინი- შეთანხმდა, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალი ფორმატით და რეგულარულად დამყარდება
მეუფე იობი ოცნებაზე - რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics