|
2019-05-03 13:00:41, 1090 ნახვა
საზოგადოება
არეა ექსპო 2019-ზე საქართველოს უძრავი ქონების სფეროსა და ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრებენ
არეა ექსპო 2019-ის პროგრამა ცნობილია - უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე გარდა დეველოპერი კომპანიებისა, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. გამოფენა 4 მაისს, 12 საათზე გაიხსნება და მასში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, უძრავი ქონების მართვის სააგენტო, აწარმოე საქართველოში, საპარტნიორო ფონდი და არქიტექტურისა და დიზაინის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების პირველი დღე დაეთმობა საინვესტიციო, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს და განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: საინვესტიციო პოტენციალი უძრავი ქონების სფეროში, ინვესტიციები წყალტუბოს გამაჯანსაღებელ კურორტზე, დაფინანსების წყაროები სასტუმრო ბიზნესისთვის, არქიტექტურული თავისებურებები და შეზღუდვები ძველ თბილისში მშენებლობებზე, ორგანიზაციის მართვის ეფექტიანობა და მენეჯმენტის დიჯიტალიზაცია დეველოპერებში და სხვა საინტერესო თემები. ღონისძიების მეორე დღე კი marketer.ge-ს მიერ ორგანიზებულ talk-სერიებს უმასპინძლებს. სერიების თემატიკა ბინის დაგეგმარებას და ინტერიერს ეხება: როგორ დავაგეგმაროთ ბინა სწორად, ინტერიერის დიზაინი, როგორ მოვაწესრიგოთ აკუსტიკა ბინაში, როგორ გავაქირავოთ ბინა airbnb-ს დახმარებით და მსგავსი თემები დაეხმარება ბინის ყიდვის ნებისმიერ მსურველს, მაქსიმალურად სწორად აითვისოს და დააგეგმაროს საცხოვრებელი თუ გასაქირავებელი ფართი. გამოფენა თავს მოუყრის საქართველოში ყველა წამყვან დეველოპერ კომპანიას ერთ სივრცეში და მისცემს საშუალებას მომხმარებელს, იმ ათეულობით მშენებარე პროექტიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი და მოსახერხებელი ბინა ან კომერციული ფართი, აგრეთვე, ბიზნესითა და ტურიზმით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საინტერესო პრეზენტაციებს ამ სფეროში და უშუალოდ შეხვდნენ და გაესაუბრონ ინვესტორებსა და სხვადასხვა ფონდების წარმომადგენლებს. წლევანდელი ექსპო 2019 როგორც მომხმარებლისთვის ისე - დეველოპერისთვის გამორჩეული და სასარგებლო იქნება. სემინარები, marketer.ge-ს მიერ ორგანიზებული talk-სერიები და ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც ბინის შეძენის ნებისმიერ მსურველს და დეველოპერ კომპანიას აღელვებს და დღესდღეობით აქტუალურია: საინვესტიციო გარემო საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით, საბანკო რეგულაციები, განაშენიანების ახალი გეგმა და ცვლილებები დეველოპერულ ბაზარზე და ა.შ. - სწორედ ეს მოხვდება არეა ექსპო 2019-ის ფოკუსში 2 დღის განმავლობაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)