08:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 11:09:11, 1217 ნახვა

საზოგადოება
მეტროს შეფერხების მიზეზი ლიანდაგებში მოქალაქის ჩავარდნა გახდა

თბილისის მეტროპოლიტენის შეფერხებით მუშაობის მიზეზი მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ ლიანდაგებში მოქალაქის ჩავარდნამ გამოიწვია.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს.

„სარაჯიშვილზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა. ამ დროსთვის უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის სამაშველოს წარმომადგენლები, ასევე სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მეტროპოლიტენი შეფერხებით „დიდუბიდან“ „ვარკეთილამდე“ მუშაობს. ამ დროისთვის  მოქალაქეები ვერ სარგებლობენ „ახმეტელის თეატრის“, „სარაჯიშვილის“, „გურამიშვილისა“ და „ღრმაღელის“ სადგურებზე. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები“, -  აცხადებენ მეტროპოლიტენში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება მეტროპოლიტენის სრულად ამუშავება.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics