18:26 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 19:47:53, 1406 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე გახარიას - ხაზარაძისთვის მიწერილ წერილზე, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება თქვენი პორტრეტი ხომ არ გამოისახება?!

„თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელისთვის მიწერილ წერილზე ლონდონიდან პასუხი ამ დღეებში ჩამოვა - როგორ ფიქრობთ, ამ თეთრ ქაღალდზე შემთხვევით თქვენი პორტრეტი ხომ არ გამოისახება? - ამ შეკითხვით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მიმართა.

რომან გოცირიძემ გიორგი გახარიასგან კითხვაზე პასუხის გაცემა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

„მე თქვენ დაგისვით შეკითხვა იმ წერილთა დაკავშირებით, რომელიც თქვენ მისწერეთ „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელს. თქვენ ბავშვობაში დეტექტივებს ხომ კითხულობდით? გახსოვთ, დეტექტივებში როგორ არის მოკლულის თვალებზე რომ მკვდრის ხატი თუ სახე აისახება, როგორც ფოტოგრაფიაში, როგორ ფიქრობთ, ამ თეთრ ქაღალდზე, რომელსაც დღეს ექსპერტიზა უტარდება ლონდონში, შემთხვევით თქვენი პორტრეტი ხომ არ ამოისახება?“ - მიმართა გოცირიძემ გახარიას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
გვარამია -ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics