|
2026-11-05 18:08:55, 310 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია -ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს
გასაოცარი ამბავია: მაია კოხტაშვილს, ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა. ცხადია იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს "დანაშაული", - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, ფრთხილად უნდა იყოს. „ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს, ესეც ცხადია. ახლა კონტექსტს შევხედოთ: არასამთავრობო ორგანიზაციას ოდესმე მაინც გაკარებულ ყველა ადამიანზე კანონით იგივე აკრძალვა შემოიღეს. გავაგრძელოთ კონტექსტი: ყველა ოპოზიციურ პარტიას კრძალავენ, თავის დაკავშირებულ პირებიანად, რაც პრაქტიკულად ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც მოიცავს, რომ აღარაფერი ვთქვათ აქტივისტებზე, მხარდამჭერებზე, შემომწირველებზე. კიდევ გავაგრძელოთ კონტექსტი: მთლად რამდენიმე დღის წინა შემოტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით ეფექტურად იკრძალება არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შინაარსობრივი გასაჩივრება და რჩება მხოლოდ ტექნიკური მხარე (იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს კალკულატორი გაუფუჭდა და ქვეშმიწერით დაჯამებაც არ იცის). კიდევ გავაგრძელოთ კონტექსტი: და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ყველა კომისია მათია, ფული მარტო მათ აქვთ, ყველა ოპოზიციური ტელევიზია ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა (ფორმულა მთლად დაიწვა გუშინ), სუსი, ქუჩა და პოლიცია ერთიანად მუშაობს ოპოზიციის და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ, ქვეყანაში ათობით პოლიტპატიმარია და ვინ მოთვლის კიდევ რა. და ახლა მთავარი შეკითხვა დავსვათ: ვინც იმას იძახით, რომ "ბიძინამ არჩევნები რომ დანიშნოს, კონსტიტუციური უმრავლესობით ისე მოიგებს, გაყალბება არ დასჭირდება", "ეს ოპოზიცია არაფრის მაქნისი არაა", "პროტესტი არაფრის მომტანი არაა", "პარლამენტის და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი ქოცებს აწყობდათ" და ასე შემდეგ. თქვენ იდიოტები ხართ თუ ბიძინა გგონიათ იდიოტი?“, - წერს ნიკა გვარამია.
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
გვარამია -ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)