|
2019-05-01 21:31:34, 1434 ნახვა
საზოგადოება
დავითიანნმა 17 მაისის კონცერტის შესახებ ბოდიში მოიხადა
მოძრაობა „დავითიანნი“ რომელიც 17 მაისს დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორია, ღონისძიებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს იხდის. „ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გარცელდა არასწორი ინფორმაცია და კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები რომელთანაც შეთანხმება ბოლომდე არ გვქონდა დასრულებული. სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ იგი აღარ გადამოწმებულა შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი.მაინც იგი არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნმა“ თავდაპირველად გაავრცელა განცხადება, რომ 17 მაისს დაგეგმილ კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვები. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)