|
2019-05-01 12:15:05, 1458 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: კრწანისის ტყე-პარკის განვითარება ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კრწანისის ტყე-პარკის განვითარება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დღეს პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საზოგადოებას ქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი გააცნო, რომელიც კრწანისში ტყე-პარკის მოწყობას ითვალისწინებს. „კრწანისის ტყე-პარკის განვითარება ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მწვანე სივრცეების ნაკლებობა გვაქვს, ასევე, გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები და რა თქმა უნდა, ასეთი ტერიტორიების ათვისება-გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დღეს წარმოადგინეს გეგმა, თუ რა გაკეთდება ამ ტერიტორიაზე და როგორ განვითარდება კრწანისის ტყე-პარკი. მას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, უზარმაზარი რესურსი. თბილისთან ახლოს არსებული ეს ტერიტორია უნდ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ისეთი სივრცე მოვაწყოთ, სადაც ადამიანს სურვილი გაუჩნდება და შესაძლებლობა ექნება, ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მივიდეს, გაერთოს და მწვანე სივრცეში დაისვენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, საზოგადოებას ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამა წარუდგინეს, რომლის ფარგლებშიც, „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ იმუშავებს. სააგენტოს მთავარი ფუნქცია ბუნებაში ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მონიტორინგი იქნება. კრწანისის ტყე-პარკში განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორი სააგენტო: „გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი“ და „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოები განხორციელდება და პარალელურად, „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შესული ხე-მცენარეები დაირგვება, რომლებიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. ასევე, შეიქმნება უნიკალური ტყე-პარკი, სადაც წარმოდგენილი იქნება შავიზღვისპირეთიდან შირაქის ნახევარუდაბნოებამდე არსებული ხე-მცენარეები. აქვე მოეწყობა საქართველოს გარეულ ფრინველთა საშენი და მტკვრის აუზის იხტიოფაუნის თევზსაშენი.
(NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)