07:25 - 05 Jul, 2026
|
2019-04-28 12:39:35, 1149 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. სადღესასწაულო ღვთისმსახურება თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ აღავლინა. ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით საგალობელი იგალობეს. სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს, სრულიად საქართველოს, ქართულ ჯარს მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა. ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილეები დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)