|
2019-04-26 13:52:01, 1545 ნახვა
საზოგადოება
სპორტული ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად - 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება
სპორტული დანიშნულების ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაღვრება. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის. კანონპროექტის მიხედვით, სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად - 100 ლარით განისაზღვრება. კანონპროექტის ავტორები პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა არიან. „ეს ინიციატივა ეხება იმ საკითხს, როდესაც ჩამოიყვანს ავტომრბოლელი, სპორტსმენი ავტომანქანას, განბაჟების თანხის გადახდა მას პრაქტიკულად აღარ უწევს. ეს იქნება მხოლოდ სიმბოლური თანხა ერთადერთი დათქმით, თუ ის გადააკეთებს მანქანას სპორტული დანიშნულების შესაბამისად. აქედან გამომდინარე ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი სპორტსმენებისთვის. ამ სპორტის განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)