|
2019-04-25 18:09:27, 1408 ნახვა
საზოგადოება
შპს „ფერის“ დირექტორი „რუსთავი 2“-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
შპს „ფერის“ დირექტორი ლაშა იოდანიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით საინფორმაციო სიუჟეტში გასულ სიუჟეტს ეხმაურება. იოდანიშვილის შეფასებით სიუჟეტი დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. "გვსურს გამოვეხმაუროთ 2019 წლის 25 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით საინფორმაციო სიუჟეტში გასულ დეზინფორმაციას. კერძოდ, ციტატა სიუჟეტიდან: „ახმეტის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება შ.პ.ს. „ფერი“-სთვის მიზერულ ფასად ექვსი ერთეული მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე“. აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას და არის სიცრუე. კერძოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 3 აპრილის #15 განკარგულებით (განკარგულება თან ერთვის) მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ნაკვეთების აუქციონზე გატანის თაობაზე. ეს ნაკვეთები არ წარმოადგენს შ.პ.ს. „ფერი“-ს საკუთრებას და ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ექვს ერთეულ 25 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთზე, რომლებიც განთავსებულია ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ და აუქციონზე მის საწყის ღირებულებად განისაზღვრა 18 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე. ამასთან, მოვუწოდებთ სიუჟეტში მონაწილე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „კომპეტენტურ“ წარმომადგენელს, კარგად გაერკვეს ახმეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ხომ არ წარმოადგენს რაიონში მოქმედი ჰიდროელექტროსადგურები?! კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ნუ შეიყვანენ შეცდომაში მოსახლეობას", - განაცხადა იორდანიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)