02:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 13:18:59, 1228 ნახვა

პოლიტიკა
ნინო თანდილაშვილი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უმნიშვნელოვანესია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტის „სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობასთან დაახლოება და მისი იმპლემენტაცია“ დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული რეფორმირების პროცესში მხარდაჭერისთვის.

„მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უმნიშვნელოვანესი საკითხია, რაც რთული იქნება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარების გარეშე. ჩვენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შევიძინეთ. შესაბამისად, თვალსაჩინოა პროგრესიც და ვფიქრობ, მომავალშიც გავაგრძელებთ ეფექტიან თანამშრომლობას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი,  ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა კონსორციუმის (ესპანეთი - გარემოსა და სივრცითი დაგეგმვის გალიციის რეგიონული სამინისტრო - CMAOT,  ნიდერლანდები - ინფრასტრუქტურისა და გარემოს სამინისტრო, ჰოლანდიური ცოდნის ცენტრი - Infomil, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი ინფორმაციის სააგენტო- CENIA)  და შესაბამისი უწყებების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics