|
2019-04-25 11:11:55, 1191 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
საბურთალოს რაიონში, ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. შესაბამისი სამუშაოები ფანასკერტელის ქუჩა N16-ში და პეტრიწის ქუჩაზე, N5ა კორპუსის მიმდებარედ ჩატარდა. რეკრეაციულ სივრცეებში საბავშვო გასართობი მოედნები განთავსდა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, დაიგო რულონური ბალახი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „საბურთალოს რაიონს კიდევ ორი გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცე შეემეტა, სადაც დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ექნება. ამ დროისთვის, რაიონში სკვერის რეაბილიტაცია ათ მისამართზე მიმდინარეობს. ვცდილობთ, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ. მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ატრაქციონები, რომლებიც სკვერებში მონტაჟდება, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის დამზადებული. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გამწვანების სამუშაოებს - ირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. რეკრეაციული ზონების მოწყობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. ორივე პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 217 779 ლარი გამოიყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)