|
2019-04-24 15:54:22, 1817 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: პანკისში პოლიციამ ღირსეულად და კანონის სრული დაცვით იმოქმედა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ნათია მეზვრიშვილმა 21 აპრილს "პანკისის ხეობაში" განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციის ხეობაში ყოფნას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი და ისინი იქცეოდნენ კანონის სრული დაცვით. "ნუ გავამწვავებთ ამ ნაწილში სიტუაციას, იმიტომ რომ ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხი გახლავთ საკმაოდ სენსიტიური საკითხი. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ პოლიციამ იმოქმედა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. არ ვიცი შეიძლება ექსპერტებს, სპეციალისტებს, პროკურატურას, ვინც უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფარგლები უნდა შეაფასოს, სხვანაირი მოსაზრება აქვს, თუმცა ჩვენი პოზიცია ასეთია ცალსახად პოლიცია მოქმედებდა ღირსეულად და მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას. ახლა რაც შეეხება ფორმალურ პროცედურებს, სამართლებრივ პროცედურებს ეს პროცესი მიმდინარეობს, ადგილზე როგორც ჩემთვის ცნობილია სამართალდამცველები იმყოფებიან, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თანმიმდევერულად მივყებით ამ პროცესს და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც კი რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საზოგადოებას ამის შესახებ აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას. საუბრები იმის შესახებ, რომ იქ პოლიციამ რაღაცას გადაამეტა, რომ თურმე პოლიციას იარაღი არ უნდა ჰქონოდა, რეზინის ტყვიები არ უნდა გამოეყენებინა... - აბსოლუტურად ყველა ქმედება, რაც იქ პოლიციამ განახორციელა, იყო კანონის ჩარჩოებში. მოქალაქეების ქმედებები, იურიდიული შეფასებით, რა თქმა უნდა, იყო კანონის ფარგლებიდან გასული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
ევროკომისიის ანგარიში - გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები
პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)