|
2019-04-24 13:04:22, 1190 ნახვა
საზოგადოება
ბესელია ჯიბღაშვილის გათავისუფლებაზე: სამართლიანობის მთავარი პრინციპია, რომ თანაბარი მოპყრობით ყველამ ისარგებლოს
სამართლიანობის მთავარი პრინციპი არის, რომ თანაბარი მოპყრობით უნდა ისარგებლოს ყველა პირმა კანონის თავსებადობის შემთხვევაში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის გათავისუფლების ფაქტს. ბესელიას განმარტებით, ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის დაფარვა დაუშვებელია. „ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობა არის განმსაზღვრელი კვალიფიკაციის. ამის დაფარვა უბრალოდ წარმოუდგენელია. ბრალის დოკუმენტშიც უნდა ეწეროს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მაკვალიფიცირებელი გარემოება, რომლითაც უნდა შეფასდეს ქმედების შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია. სამართლიანობის მთავარი პრინციპი არის, რომ თანაბარი მოპყრობით უნდა ისარგებლოს ყველა პირმა კანონის თავსებადობის შემთხვევაში, როდესაც კანონის მიმართება ხდება მის ქმედებასთან. ეს და სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ბადებს უსამართლობის განცდას და ეს ერთ-ერთი კრიტიკის საგანია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 22 აპრილს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს. ამასთან, გუშინვე ბრალის წარდგენის შემდეგ, გაიმართა სასამართლო პროცესი და ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)