|
2019-04-24 10:01:17, 1099 ნახვა
საზოგადოება
წიგნის ჩუქების აქცია შუახევში
23 აპრილი-წიგნის საერთაშორისო დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ. ეს ყველაფერი 1923 წლის 23 აპრილს კატალონიაში დაიწყო. 2003 წელს საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე აღინიშნება. "აჩუქე წიგნი" - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ანაგრამამ“ წამოიწყო და რომელიც 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას გულისხმობს. ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა, იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ კარგი იქნება თუ წიგნების ჩუქების ტრადიცია სწორედ ამ დღეს დამკვიდრდება. #აჩუქეწიგნი - გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა შუახევის მუნიციპალიტეტი. აქციის ფარგლებში შუახევის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მოაწყეს ქუჩაში მსვლელობა, სიმბოლურად დაუსვეს კითხვები წარმოება - დაწესებულების თანამშრომლებს, მოქალაქეებს და სწორი პასუხის შემთხვევაში აჩუქეს წიგნები. ლიტერატურა, წიგნი, მისი განხილვა ადამიანებს კიდევ უფრო აახლოვებს ერთმანეთთან, ამიტომ ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის კიდევ ერთ საინტერესო და სახალისო დღესასწაულად იქცა, წიგნების ჩუქება კი სასიამოვნო ჟესტად. აქციის #აჩუქეწიგნი ორგანიზატორები იყვნენ ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)