|
2019-04-23 16:16:08, 1069 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის პანთეონთან მისასვლელ გზაზე რიყის ქვაფენილი ბაზალტით შეიცვლება
მთაწმინდის გამგეობამ, პანთეონისა და მამა დავითის მონასტერთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. პროექტი ჭონქაძის ქუჩის კვეთიდან, მთაწმინდისა და ყიფიანის ქუჩებზე სავალი გზის რამდენიმე მონაკვეთს მოიცავს, სადაც არსებული დაზიანებული რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილით ჩანაცვლდება. საგზაო ინფარსტრუქტურა 1300 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. ტროტუარების გასწვრივ 400 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მიმდინარეობს 160 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა, რომლის არარსებობის გამო, უამინდობის დროს, ყიფიანისა და მთაწმინდის ქუჩებზე ნიაღვარი ღიად მოედინებოდა. უხვი ნალექი იწვევდა, როგორც ინფრასტრუქტურის დაზიანებას, ასევე, აფერხებდა საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას. საგზაო სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ლატი+“ ახორციელებს, ზაფხულში დასრულდება. პროექტის ღირებულება 240 000 ლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)