|
2019-04-23 16:02:37, 1901 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი ბოკერიას: „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადადით - ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები თქვენ არ უნდა იკადროთ [ვიდეო]
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სხდომაზე კამათი საბანკო რეგულაციების საკითხს მოჰყვა. „ეროვნული ბანკი არის გაცილებით უფრო ფრთხილი, ვიდრე ზოგადად ხელისუფლება. ყველა ქვეყანაში ასეა. გეტყვით რაში შეიძლება იყოს ჩემი და ბატონი კობას (გვენეტაძე) უთანხმოება. მაგალითად მთელ მსოფლიოში, როდესაც კრიპტოვალუტაზე და სუვერენულ ვალუტაზეა საუბარი, არც ერთი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ამის მომხრე არ არის, თუმცა მთავრობის იმ წევრებს, ვინც ფისაკლურ პოლიტიკაზე არიან პასუხისმგებლები, ეს უხარიათ და მიაჩნიათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმიტომ, რომ ისინი ხედავენ აქ ფისკალური გაჯანსაღების, გადასახადების მოგროვების მეტ შესაძლებლობებეს და ბუნებრივია, აქეთ მიიწევენ. ძირითადად ეროვნულ ბანკთან ჩვენ გვაქვს აბსოლუტური თანხმობა მთავარ პრინციპებზე და ხედვაზე. უმნიშვნელო განაკვეთებზე შეიძლება იყოს განსხვავება და ეს არის ნორმალური. გეტყვით მარტივ ენაზე, რასთან გვაქვს საქმე - ვისაც თინეიჯერი შვილი გყავთ, მე მყავს, ყველანი ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. სხვაობა ბატონი კობას (გვენეტაძე) და ჩემს მიდგომებს შორის ისაა, რომ ის ამბობს, 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 12-მდე დატოვეთ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მინისტრის ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა: „მადლობა დიდი, ეს ვიცოდი, რომ თქვენ ბავშვებად მიგაჩნიათ საქართველოს მოქალაქეები. ცუდი ანალოგი გამოგივიდათ ძალიან, მით უმეტეს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხალხის კულტურის ამაღლება დაისახა მიზნად, რომ ხალხმა არ იცის დაგროვება და ჩვენ ვასწავლითო“. საპასუხოდ ივანე მაჭავარიანმა ბოკერიას „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადასვლა ურჩია. „თუ ვინმეს ბავშვებად მიაჩნია ვინმე, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტს ზრუნავს, თუ ეგ გინდათ, თუ არა და „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადადით, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები და ეგ თქვენ არ უნდა იკადროთ“, - მიმართა მაჭავარიანმა ბოკერიას.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)