15:29 - 04 Nov, 2026
|
2019-04-17 18:39:30, 2002 ნახვა
სამართალი
პირი, რომელმაც პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა, სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს
მოქალაქე ლევან ჩიქურმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა, უწყებისთან სასჯელის შემსუბუქების თხოვნით აქცია გამართა. ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე ზუბიაშვილმა განაცხადა, რომ თავის დაწვის მცდელობის გამო პროკურატურა საპროცესო გარიგებაზე აღარ მიდის და ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით, 4 დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლევან ჩიქურს ბრალად ივა კუზანოვის აგარაკიდან, სადაც ის გამწვანებით ღონისძიებებს ატარებდა, ტელევიზორის მოპარვა ედება. ჩიქურმა ბრალი აღიარა და ტელევიზორი დააბრუნა, მოგვიანებით კი სასჯელის შემსუბუქების თხოვნით, პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)