|
2019-04-17 17:07:00, 2196 ნახვა
სამართალი
შსს-მ „ჩათლახბარათზე“ გამოძიება დაიწყო - კომპანიის Facebook-გვერდი აღარ იძებნება
კომპანიას, რომელიც მომხმარებელს კლასიკურ და ეროტიკულ მასაჟს სთავაზობს, მელიქიშვილის გამზირზე ელექტრონულ ბილბორდზე რეკლამა, სახელწოდებით, „ჩათლახბარათი“ აქვს განთავსებული. Facebook-ის გვერდზე კომპანია წერს, რომ ასაკობრივი ზღვარი მათ არ აქვთ. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ გამოძიება ტრეფიკინგის ფაქტზე დაიწყო. სამინისტროს ცნობით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით ე.წ. მასაჟის ცენტრის მფლობელები და თანამშრომლები დაიბარეს. "ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ე.წ. "მასაჟის ცენტრის" მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიება მიმდინარეობს ტრეფიკინგის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 143’ მუხლის 1-ლი ნაწილით", - აცხადებენ უწყებაში. აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ, კომპანიის ოფიციალური Facebook-გვერდი აღარ იძებნება.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)