|
2019-04-16 18:48:20, 2085 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ვთქვით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდ ნაწილს გავითვალისწინებთ და ეს ასეც უნდა მოხდეს
მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას სულ რამდენიმე შენიშვნა აქვს, არ ვფიქრობ, რომელიმე ისეთი განსაკუთრებულია, რომ მისი გათვალისწინება არ შეიძლებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია, სულ რამდენიმე შენიშვნაა. „გამოცდის მოხსნასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან შეიძლება ეს საკითხი სხვანაირად შემოწმდეს და გადამოწმდეს. ამხელა პროცედურა სწორედ ამისთვისაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენი თანამოაზრეებიც განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ, მაგრამ ვფიქრობ გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ, რომ გამოცდა არ უნდა იყოს. ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლის გაზიარებაც ჩვენი ერთ-ერთი პირობა იყო. ვთქვით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდ ნაწილს გავითვალისწინებთ და ეს ასეც უნდა მოხდეს", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.
(NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)