|
2019-04-16 13:15:57, 1995 ნახვა
სამართალი
გახარია - ფარული ჩანაწერების საქმეზე კომპრომისის დაშვებით, ამ მანკიერ მოვლენას ვერ გავუმკლავდებით
მათ მიმართ კომპრომისით, ვინც ნახა ფარული ჩანაწერი, შეინახა თუ გაავრცელა, ამ მანკიერ მოვლენას ვერ გავუმკლავდებით, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება განცხადებებს, რომ პირადი ცხოვრებია ამსახველი ჩანაწერები რვა ათას ადამიანს აქვს ნანახი, გახარია ყველას მიმართავს, რომ საგამოძიებო ორგანოებს ამ ადამიანებზე ინფორმაცია მიაწოდონ, რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს. „როგორც კი მსგავს ქმედებებზე დავუშვებთ კომპრომისს, იმასთან მიმართებით, რომ ადამიანმა ნახა, შეინახა თუ გაავრცელა, ამ მანკიერ მოვლენას ჩვენ ვერ გავუმკლავდებით. შესაბამისად, იქ, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ფაქტი დადგენილია, საგამოძიებო ორგანოებმა იმოქმედეს კანონის შესაბამისად. თქვენ მოგვაწოდეთ ინფორმაცია 8 000 ადამიანზე, ვინ იყო, რა პირობებში ნახა და ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)