|
2019-04-16 13:08:29, 2238 ნახვა
სამართალი
ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გზებზე შსს-ს კამპანიის ფარგლებში დამონტაჟდა
კამპანია, რომლის ფარგლებშიც გზებზე ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები დამონტაჟდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. როგორც დღეს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, კამპანიის მიზანი საზოგადოების თითოეული წევრის კომფორტის ზონიდან გამოგვეყვანა იყო. „ჩვენი ძირითადი მიზანი იმ კამპანიისთვის, რომელსაც „მეტი სიცოცხლისთვის“ დავარქვით, იყო ჩვენ თვითონ და საზოგადოების თითოეული წევრი გამოგვეყვანა კომფორტის ზონიდან. ნაწილობრივ ჩვენ ეს შევძელით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კრიტიკოსს, მათ შორის ძალზედ მკაცრი კრიტიკისთვის, მათ შორის ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს და კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მართლა კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა, თუმცა, მინდა გითხრათ, კოლეგებო, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი მარტივი არჩევანი. ყოველთვის ვიაზრებდით და დღესაც ვიაზრებთ, რომ თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას და არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)