|
2019-04-15 18:27:56, 2043 ნახვა
სამართალი
მიქაუტაძე: მოსამართლეთა გამოცდაზე სპეკულაციები მიუღებელია - ტესტები წინასწარ ცნობილი არ ხდება
მინდა გავაკეთო განცხადება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს მოვისმინეთ შეფასებები, რომ თურმე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერევა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებში და ეს ყველაფერი არის მოსამართლეთა ხელში. ეს არის სიცრუე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. როგორც მიქაუტაძემ განაცხადა, გამოცდა ორ ეტაპად ტარდება. „სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ იუსტიციის საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო სრულიად ახალი, თანამედროვე წესი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ. გამოცდა ორ ეტაპად ტარდება. კომისია არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგებს თქვენთან ერთად იგებს. პირველი ეტაპი არის ელექტრონული - ეს ტესტების ფორმით ტარდება და გამოსაცდელს დამთავრებისთანავე ეცნობება, ანუ პროგრამა ავტომატურ რეჟიმში აძლევს რამდენი სწორი პასუხია გაცემული და რამდენი შეცდომაა დაშვებული. მეორე ეტაპი ტარდება წერითი გამოცდის ფორმით, რომელსაც ამოწმებს ორი დამოუკიდებელი კომისიის წევრი და მათ ერთმანეთის ვინაობა არ იციან. შემდეგ ხდება ამ შედეგების შეჯერება და თუ არ დაემთხვევა, უკვე შემდეგ ერთვება კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ, ფაქტობრივად გამორიცხულია რაიმე ხარვეზი. კომისიის შექმნასთან და ტრენინგებთან დაკავშირებით ჩვენ გავიარეთ USAD-ის პროგრამა პროლოგთან ერთად. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა სპეციალური მოდული, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრების გადამზადება მოხდა. პროლოგისგან და USAD-ისგან ჩვენ ძალიან დადებითი შეფასება მივიღეთ. ორჯერ ჩავატარეთ შეფასება და ოროვე შემთხვევაში დადებითი შეფასება მივიღეთ,თუმცა იყო რაღაც მცირედი ხარვეზები, რომლის გასწორებაც ხდება. რაც შეეხება ტესტების დაცულობას - ტესტები განთავსებულია დამოუკიდებელ სერვერთან, რომელზეც წვდომა არავის აქვს და თითოეული კომისიის წევრს მის მიერ შდგენილი კითხვები დამოუკიდებლად თავად შეჰყავს, ამიტომ ყოველგვარი სპეკულაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებას მიეწოდება ცრუ ინფორმაცია“, - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)