18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 18:38:51, 525 ნახვა

საზოგადოება
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ინოვაციების მეხუთე ლაბორატორია შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სასწავლო ცენტრ “მზიურს” და კომპანია “ომედიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ქაშიბაძემ, სასწავლო ცენტრ ,,მზიურის“ დირექტორმა გიორგი თოდრიამ და კომპანია ,,ომედიას“ დირექტორმა ნოდარ დავითურმა მოაწერეს.

მემორანდუმის საფუძველზე მხარეები ინოვაციების ლაბორატორიას შექმნიან.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, ლაბორატორიის მიზანია ადრეულ ეტაპზე მოამზადოს პრაქტიკული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც შეძლებენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებას, ან საკუთარი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს საქმიანობის დაწყებას. ინოვაციების ლაბორატორია წარმოადგენს პროექტს, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში კომპანიისა და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლობას ითვალისწინებს. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მოსწავლეები კი მათი გამოყენებით მუშაობენ ახალი, ინოვაციური პროექტების შექმნასა და განვითარებაზე. ლაბორატორიის პარტნიორი კომპანია კი სასწავლო პროცესებს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ამოცანებით უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ “მზიურში”, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომპანია “ომედიასთან” თანამშრომლობით შეიქმნება ინოვაციური ლაბორატორია, რომელიც ვებ პროგრამირების, კერძოდ კი დრუპალის მიმართულებით იმუშავებს. ლაბორატორია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მიერ ინოვაციური პროექტების შემუშავებას. გარდა ამისა, მხარეთა შეთანხმებით ლაბორატორიის ბაზაზე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, სემინარები, მასტერკლასები, ტრენინგები და ახალგაზრდული კონკურსები, მათ შორის ე.წ. ჰაკათონები. ეს იქნება ინოვაციების რიგით მეხუთე ლაბორატორია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics