23:02 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 18:49:06, 2275 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას

„როგორც აღდგომა მოყვება ვნების კვირას და ქრისტეს ჯვარცმას, რეფერენდუმი და საქართველოს  დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართლ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 9 აპრილის გარეშე შესაძლოა, არც რეფერენდუმი ყოფილიყო და არც დამოუკიდებლობა.

„9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში განსაკუთრებული თარიღია, ეს ჩვენს გადატანილ განსაცდელს გვახსენებს, მაგრამ ტრაგედია გვაძლიერებს და მთელი ჩვენი ისტორია ამას მოწმობს, 9 აპრილიც ამის მაგალითია. ამ ტრაგედიამ მოგვცა ძალა, რომ დაგვეძლია საბჭოთა  იმპერიის ტყვეობა და შეგვექმნა საძირკველი დამოუკიდებლობისთვის. 9 აპრილის გარეშე შეიძლება არც რეფერენდუმი ყოფილიყო, არც დამოუკიდებლობა, -  როგორც აღდგომა მოყვება ვნების კვირას და ქრისტეს ჯვარცმას, რეფერენდუმი და საქართველოს  დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას. დღევანდელი საქართველო მათ მონაპოვარზე დგას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics