|
2019-03-28 13:07:16, 1359 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი უცვლელია, ეს არის ნატო-ს წევრობა
"ჩვენი მიზანი უცვლელია, ეს არის ნატო-ს წევრობა. ჩვენი მიზანი დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევისთვის საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელებაა",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა ის ვიზიტი, რომელიც ალიანსმა ურყევი მხარდაჭერის ხაზგასასმელად საქართველოში განახორციელა და რომელიც სამომავლოდაა დაგეგმილი. „ნატო-საქართველოს წლევანდელ სწავლებაში საქართველო უკვე ხელმძღვანელი ქვეყანაა. ეს თავისთავად ნიშანდობლივია. ეს სტატუსი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად განვავითარეთ ჩვენი შესაძლებლობები რიგით მეორე სწავლებისთვის და რამდენად გაიზარდა სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა საქართველსო მიმართ. სწორედ ჩვენს მონდომებაზეა პასუხი ასეთი აღიარება, მინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს. აღსანიშნავია, რომ წინა სწავლებისგან განსხვავებით წელს მონაწილე სახელმწიფოების რიცხვი 10-დან გაიზარდა და უკვე 24 ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული ამ მნიშვნელოვან ფორმატში. სწორედ ასეთი ნაბიჯებით მიიღწევა ჩვენი საერთო მიზანი მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. მინდა ხაზგასმით ვთქვა, ნატო-ს გენერალურ მდივნისგან, სამხედრო ხელმძღვანელობისგან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ვისმენდი საუკეთესო შეფასებებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მთავარსარდლისთვის ძალიან საამაყო იყო. მასშტაბური წვრთნები, ნატო-ს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის ვიზიტი, სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა - ეს ყველაფერი ჩვენ მიმართ ალიანსის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებაა. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სამხედრო და პოლიტიკურ რეფორმებს, ზედმიწევნით ვპასუხობთ ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ქვეყანა, ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისად, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ს კი - შეიარაღებაზე ხარჯავს. ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით, - ვაფართოებთ თანამშრომლობის სპექტრს და ეს ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ეს პრობლემატიკა ჩვენი საერთო საზრუნავია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ თანამშრომლობა სულ უფრო გაძლიერდეს. ჩვენ ვართ საუკეთესო პარტნიორები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, - თავდაუზოგავად ვიბრძვით იმისათვის, რომ დაცული იყოს გლობალური მშვიდობა და საერთაშორისო უსაფრთხოება. მე ავღანეთში შევხვდი სამშვიდობო მისიის მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს. მათი პროფესიონალიზმი და თავდადება სამაგალითოა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. საქართველოს სვლა ნატო-სკენ და ამ გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული. საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანაა და ის თავისუფლად აკეთებს არჩევანს და ირჩევს მოკავშირეებს. ჩვენი ეს არჩევანი არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მის უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას და საფუძველს უდებს ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას. ეს არის ერთადერთი სწორი და ერთადერთი მომავალზე ორიენტირებული არჩევანი, ამიტომ ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენს მიერ არჩეულ გზას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო - ნატო-ში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
არასამთავრობოები -ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს, ცვლილებებს უარყოფითად ვაფასებთ
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)