|
2019-03-27 12:34:28, 1563 ნახვა
სამართალი
ბესელია შსს-ს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ორგანიზატორის დასადგენად 1 თვეს აძლევს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელებას ეხმაურება. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის სამართალდამცვავ უწყებებს ფარული კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დამკვეთისა და ორგანიზატორის გამოსავლენად 1-თვიან ვადას აძლევს. მისი თქმით, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ინფორმაცია შეიტყო შსს-ს მიმართა, თუმცა დეპუტატის მტკიცებით, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. "ჩემს მიმართ განხორციელებული შტურმის ფონზე ისევ გააქტიურდა ეს თემა და ისევ გამოჩნდა უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტი. ესეც შემთხვევით ხდება? მე ვსვამ კითხვებს და მინდა ამ კითხვებზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლების მხრიდან. გუშინ, როდესაც მედიამ ამის თაობაზე მითხრა, შსს-ს დავუკავშირდი და მათ ვაცნობე. ინფორმაცია არ ჰქონდათ, ჩემგან გაიგეს. რატომ გაიგეს ჩემგან? ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები დაცულები უფრო მეტად უნდა იყვნენ თუ არა ასეთი რამით. ჩემს დაცვაზე ნაკლებად შეიძლება იფიქრონ და იზრუნონ, რადგან მიჩვეული ვარ ჯერ "ნაციონალური მოძრაობის“ დროს პერსონალურ შტურმს, შურისძიებებს, არ არის აქამდე ან ვერ არის დამკვეთი ნაპოვნი. ველოდები პირველ საქმეზეც დამკვეთს და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით, ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ შსს-ს და პროკურატურისგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს, რა ჰქვია ამ ყველაფერს“,- განაცხადა ბესელიამ.
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ახლადდანიშნულ ელჩთან
სოჭზე დრონებით შეტევის შემდეგ აფხაზეთში საკვების შესაძლო დეფიციტზე საუბრობენ
კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა კიევზე თავდასხმების შეჩერების ბრძანება გასცა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)