20:04 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 14:26:41, 1483 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ISFED-ისგან უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ

„ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან" უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშზე განაცხადა.

ISFED-ი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება დირექტორ ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

„ვერ გეტყვით აქვს თუ არა რაიმე საფუძველი ასეთი განცხადების გაკეთებას, მაშინ შესაბამისი საფუძველი უნდა იყოს წარმოდგენილი. ჰაერში არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი. ჩვენ ამ ორგანიზაციიდან მიჩვეული ვართ უსაფუძვლო განცხადებებს ID ბარათებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ განცხადებებს", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics