|
2019-03-23 11:37:35, 1458 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური შსს-ს რეაგირებას ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოზიტიურად აფასებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზნების ეფექტიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით არსებულ პერიოდს. ანგარიში ეხება ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირებასა და სოციალური მუშაკის ჩართულობას, დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობას და მოქალაქეთა ცნობიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება. ასევე, პოზიტიურად ფასდება რისკების შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის ინსტრუქციის შექმნა. აღნიშნულია, რომ ძალადობის კუთხით გამკაცრებულმა სასჯელმა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სამინისტროს მხრიდან რეაგირების პროცესი. სახელმწიფო აუდიტმა ხაზი გაუსვა 2018 წელს, ოჯახში დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების რაოდენობის შემცირებას, რასაც უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებულ რეფორმებსა და გამკაცრებულ რეაგირებას უკავშირებს. ასევე, ყურადღება გამახვილებულია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მზარდ რაოდენობაზე, რაც ასევე სამინისტროს ეფექტიან რეაგირებაზე მიუთითებს. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ სამინისტროს მხრიდან განხორციელებული აღნიშნული ღონისძიებები წინგადადგმული ნაბიჯია და ძალადობის შემთხვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირებას თვისობრივად აუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი 2018 წელს დაიწყო. სამინისტრომ სხვადასხვა სახელმძღვანელო მითითებები და რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გამომძიებელთა შესაძლებლობები და გაზარდა გამოძიების ხარისხი. შედეგად, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად შეფასდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშშიც. აღნიშნულ ანგარიშში გამოკვეთილია სამინისტროს მიერ სამართალდამცველთა პროფესიონალიზმის ამაღლებისა და 2018 წელს განხორციელებული აქტივობების როლი, რომლის მიზანიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე დროული რეაგირება და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფაა.
(NS)
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ახლადდანიშნულ ელჩთან
სოჭზე დრონებით შეტევის შემდეგ აფხაზეთში საკვების შესაძლო დეფიციტზე საუბრობენ
კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა კიევზე თავდასხმების შეჩერების ბრძანება გასცა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)