|
2019-03-22 16:58:42, 1556 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არის ენმ-ის „გონგო“, რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა
"ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ, ბუნებრივია, პოლიტიკურად ნეიტრალური და მათ ნეიტრალურად უნდა გააშუქონ ის მოვლენები, დააკვირდნენ იმ მოვლენებს, რომელიც წარიმართება პოლიტიკურ სივრცეში",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებებს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის" გონგოებია და ისინი დღეს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ოპონენტები არიან. "ეს არის ყოფილი გონგოები, „ნაციონალური მოძრაობის" გონგოები, რომლებიც, მას შემდეგ, რაც წააგეს მათ არჩევნები, გადავიდნენ ოპოზიციაში და დღეს გადაიქცნენ გონგოებად და შესაბამისად, ისინი არიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დღევანდელ დღეს. ბუნებრივია, ეს არ არის სწორი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ, ბუნებრივია, პოლიტიკურად ნეიტრალური და მათ ნეიტრალურად უნდა გააშუქონ ის მოვლენები, დააკვირდნენ იმ მოვლენებს, რომელიც წარიმართება პოლიტიკურ სივრცეში. რატომ მოხდა მათი ლუსტრაცია მაინც და მაინც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეს არ ვიცი. როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობამ" ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ის არჩევნები იყო, სადაც მათ შეეძლოთ მოგება. ამიტომ ყველა რესურსის ლუსტრირება მოხდა, თუმცა ხედავთ, რომ "ნაცმოძრაობას გამარჯვება ამანაც არ მოუტანა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია კონკრეტულ ორგანიზაციებზე. მისივე თქმით, უმჯობესია, მსგავსი განცხადებების გაკეთების ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საგნობრივად ისაუბროს. „ნაცვლად ასეთი განცხადებებისა რაც მოვისმინეთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საუბარი კონკრეტულ ორგანიზაციებზეა, ბუნებრივია, ყველა ორგანიზაციას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ. ნაცვლად ასეთი განცხადებებისა, ბუნებრივია, უმჯობესია, მათ საგნობრივად ისაუბრონ და მაგალითად, გაიმართლონ თავი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაეფარნენ ნიკა გვარამიას ბოლშევიკურ განცხადებას. ამაზე პასუხი დღემდე არავის მოგვისმენია. ნიკა გვარამიას ბოლშევიკური განცხადება ჰქონდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო ბოლშევიკური განცხადება და არასამთავრობო ორგანიზაციები ამას გადაეფარნენ. უფრო მეტიც, დაიწყეს მისი გამართლება საარჩევნო პერიოდში, როცა მათი ფუნქცია არის სწორედ ასეთ განცხადებებზე რეაგირება. საგნობრივი პასუხი დღეს ამაზე არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რამდენიმე ორგანიზაცია არის რეალურად არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ არის ყოფილი გონგო, დღევანდელი ოპოგონგო. ანუ, არის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული და ასოცირებული ორგანიზაცია. ეს ეხება მხოლოდ რამდენიმე გაერთიანებას",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)