|
2019-03-19 11:25:24, 1559 ნახვა
სამართალი
შსს „ჯიპებს“ 50 სედანის ტიპის ავტომობილით ჩაანაცვლებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებისთვის სედანის ტიპის ავტომობილების შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულია კონსოლიდირებული ტენდერი. სამინისტრო ახალი ავტომობილებით ქალაქის პირობებში მომუშავე ოპერატიულ მაღალი გამავლობის "ჯიპებს" ჩაანაცვლებს. ტენდერის პირობები, ასევე ვადები არის გამჭირვალე და განსაზღვრულია როგორც სხვა კონსოლიდირებული ტენდერების შემთხვევაში. ტენდერი გამოცხადდა 14 მარტს, 5 დღის შემდეგ განაცხადების მიღება დასრულდება დღეს, 19 მარტს. მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ბიზნესოპერატორს შეუძლია. ტენდერი გამოცხადებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით, აგრეთვე „2019 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 დეკემბრის № 2299 განკარგულების საფუძველზე. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მარტს, შესყიდვების სააგენტოს საიტზე ტენდერი გამოაცხადა ლაბორატორიული ინვენტარის შეძენაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა. ამ მიზნით საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსდება ახალ ადმინისტრაციულ შენობაში. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ შენობაში დაგეგმილია დნმ ექსპერტიზის დანერგვა, რაც მოიცავს გენეტიკური პროფილის მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირებას. ახალი ლაბორატორია ხელს შეუწყობს მომხდარ დანაშაულზე სწრაფ რეაგირებას. გამომდინარე აქედან მნიშვნელოვანია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტს ჰქონდეს სათანადო ლაბორატორიული ინვენტარი, რაც უზრუნველყოფს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელებას. ლაბორატორიული ინვენტარის განთავსება განხორციელდება ბიოლოგიური დნმ, ქიმიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ხელნაწერებისა და დოკუმენტების ექსპერტიზის, სახანძრო და ასაფეთქებელი მოწყობილობების, ტრსალოგიური და სხვა ლაბორატორიებში. შესასყიდი ლაბორატორიული ინვენტარი, ჩვეულებრივი საოფისე ავეჯისგან განსხვავებით, მზადდება სპეციალური მასალების გამოყენებით საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნულ ტენდერში განაცხადების მიღება დასრულდება 26 მარტს.
(NS)
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)