|
2019-03-16 10:23:36, 1541 ნახვა
სამართალი
შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საგაზაფხულო გაწვევის პირველი ეტაპის 98-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე დაესწრო. მან ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცა. „ვთვლი, რომ სამხედრო სამსახურის გავლა თითოეული ქართველის ცხოვრებაში არის აუცილებელი ეტაპი, როდესაც ის თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის წინაშე და მონაწილეობს ისეთ დიდ საქმეში, რასაც საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება ჰქვია. გვსურს, რომ თქვენ, როგორც ამ ქვეყნის საიმედო მომავალმა თაობამ, შესაბამისი წვრთნების შედეგად, ჯარში მსახურების კარგი გამოცდილება მიიღოთ და ჯარისკაცისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები შეიძინოთ”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭყოიძე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები, სხვადასხვა რანგის სამხედრო მოსამსახურეები და ახალწვეულების ოჯახის წევრები. ფიცის დადების ცერემონიალზე ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხსოვნას. ღონისძიებაზე ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 13 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა. ახალწვეულები ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)