|
2019-03-15 16:42:34, 1507 ნახვა
სამართალი
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე შ.ჰ. დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შ.ჰ. 2018 წლის 7 მაისს, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო - გამშვებ პუნქტ ,,კარწახის" გავლით, ავტომანქანა „მერსედეს-ბენცით" შემოვიდა, რომლის სალონის საჰაერო სისტემაში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების ,,ბუპრენორფინის" შემცველი 1400 აბი „სუბოქსინი" (საერთო წონით 11,1992 გრ.) უკანონოდ შემოიტანა. „შ.ჰ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ შ.ჰ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა, რითაც ნარკოტიკული საშუალება საქართველოში შემოიტანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)