|
2019-03-13 20:22:55, 1674 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე სესიაშვილს - ან გააუქმებთ სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ან გამოვალთ რუსთაველზე და საპატრიარქო ვერ გიშველის
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს მიმართავს. ჯაფარიძე სესიაშვილის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეეძლებათ. „გირჩის“ ლიდერი სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს. „15,000-ზე მეტი ახალგაზრდა გადავარჩინეთ 1 წლიან მონობას, სამსახურის დაკარგვას, კარიერის და ოჯახების დანგრევას, ჯანმრთელობის პრობლემებს და თავდაცვაში უკვე ფესვგადგმულ საბჭოთა „ძედავშინას“. ან გააუქმებთ სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ან შეაჩერებთ მაგ ენითაუწერელ მავნებლობას, ან მე დავურეკავ ყველას სათითაოდ, ოჯახებით და მეგობრებით გამოვიყვან რუსთაველზე, და ვერ გიშველის საპატრიარქო“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
The Atlantic: ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების იდეას პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ
DataIQ-მ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკის, AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
უკიდურესად მიუღებელია - ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)